mcenareTa samyaro saqarTveloSi - vazi

ვაზი საქართველოში ვაზის სრული ჩამონათვალი

 

ვაზი - (ლათ. Vitis) (რუს. Виноград)

ვაზი - ეს არის გვარი 79 ყურძნის სახეობად აღიარებულ სახეობებს შორის ყვავილოვანი მცენარეების ოჯახში სახელად ვაზისებრნი. გვარი შედგება სახეობებისაგან, რომელიც დომინირებს განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ეს არის ყურძნის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყარო, როგორც პირდაპირ ნაყოფის გამოყენების მიზნით, ასევე ფერმენტაციისთვის ღვინის საწარმოებლად. ვაზის შესწავლასა და კულტივაციას მევენეხეობა ეწოდება.

ვაზის უმეტესი სახეობის დამტვერვა ხდება ქარის საშუალებით ჰერმაფროდიტი ყვავილების საშუალებით, რომლებიც მოიცავს როგორც მამრობით, ასევე მდედრობით განაყოფიერების სტრუქტურებს. ამ კონებში გაერთიანებულ ყვავილებს ეწოდებათ ყვავილედი. ბევრ სახეობებში, მათ შორის როგორიცაა ევროპული ვაზი (Vitis vinifera) ყოველი წარმატებულად დამტვერილი ყვავილი იქცევა ყურძნის მარცვლად, ყვავილედი კი ყურძნის მტევნად. მაშინ, როცა ვაზის ყვავილები ჩვეულებისამებრ ძალიან პატარებია, მარცვლები ხშირად დიდები და მკვეთრად შეფერილი და ტკბილი არომატით გამოირჩევა და მიიზიდავს ფრინველებსა და სხვა ცხოველებს, რათა ფანფანტონ თესლები, რომლებიც ამ მარცვლებშია მოთავსებული.

ვაზი ჩვეულებისამებრ ყლორტზე ისხავს მხოლოდ ნაყოფს, რომლებიც კვირტიდან გამოდის, რომლებიც წინა ვეგეტაციურ პერიოდის განმავლობაში განვითარდნენ. მევენეხეობაში წინა წლის წანაზარდის გასხვლა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია (ან "ერთი წლის ხე"), რომელიც აგრეთვე შეიცავს ზამთრის განმავლობაში გამაგრებულ და ხედ ქცეულ ყლორტებს (კომერციულ მევენახეობაში მოსავლის აღების შემდეგ). ეს ვაზები გაისხვლება ან ლერწმად რომელსაც შეეძლება 8-15 კვირტის შბმა ან მცირე შტოდ, რომელიც მოიცავს 2-3 კვირტს.

ბიოლოგია

ყვავილოვანი კვირტებიჩნდება ვეგეტაციური პერიოდის ბოლოს და ზამთრის განმავლობაში შემდგომი წლის გაზაფხულზე რომ იყვავილოს. ისინი წარმოქმნიან ფოთლის საპირისპირო ციმოზურ ყვავილედს. ვაზი გამოირჩევა ევროპული ვაზების გვარიდან ყვავილების ფურცლების არსებობით, რომლებიც შეერთებულია წვერზე და შორდება ძირს, რათა ერთად დაეცეს როგორც კალიპტრა ან "ქუდი". ყვავილები უმეტესწილად ორსქესიანები (ბისექსუალები) არიან, 143 ხუთნაწილიანი, ჰიპოგინიური (ზედანასკვიანი) დისკით. კალიქსი (ჯამი) ძლიერ შემცირებულია ან საერთოდ არ არსებობს უმრავლეს სახეობაში და ფურცლები ერთ ერთეულად ერთადაა შეერთებული წვერზე, მაგრამ გამოყოფილია ძირზე. ნაყოფი წარმოადგენს კვერცხისებური ფორმის წვნიან კენკრას (მარცვალს), ორუჯრედიანი კვერცხუჯრედით, რომელთაგანაც თითუეული შეიცავს ორ კვერცხუჯრედს. ამგვარად, როგორც წესი ყვავილზე ჩნდება ოთხი თესლი (ან შეწყვეტილი ემბრიონების ხარჯზე).

ვაზის სხვა ნაწილები მოიცავს ულვაშებს, რომლებიც ფოთლის საპირისპიროა და ევროპულ ვაზში იტოტება და მცენარე მას იყენებს სამაგრად გარშემო სტრუქტურებზე ცოცვის დროს ტოტებზე ან ვენახის მომზადებისას მოწყობილ სისტემებზე.

ველურ პირობებში ვაზის ყველა სახეობა ჩვეულებისამებრ ორსახლიანია, მაგრამ მოშინაურებისათვის შირჩევა ის ვარიანტები, რომელსაც გააჩნიათ იდეალური ყვავილები.

ვაზის უმრავლეს სახობას გააჩნია 38 ქრომოსომა (n = 19), მაგრამ Vitis rotundifolia-ს (Muscadinia-ს ქვეგენი) გააჩნია 40 ქრომოსომა (n = 20).

სახეობები

ვაზის უმეტესი სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ რეგიონებში ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში, მხოლოდ ცოტაოდენი სახეობა გვხვდება ტროპიკებში. ევროპული ვაზი წარმოიშვა სამხრეთ ევროპაში და სამხრეთ დასავლეთ აზიაში. სახეობები გვხვდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და ისინი ფორმების მრავალფეროვნების დემონსტრირებას ახდენენ.

მათი ზრდა ართულებს ფორმების შეგროვებასა და პოლიმორფული ფოთლების გამო სახეობათა იდენტიფიკაცია რთული ხდება. მოწიფული ვაზი შესაძლებელი დიამეტრში 48 სმ-მდე გაიზარდოს და მისმა სიმაღლემ შესაძლებელია 35 მ-ს მიაღწიოს (ევერჰარტი 2010, PDF).

ზოგიერთი სახეობა საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული ადვილად შეჯვარებასთან და მიღებული სახეობათაშორისი ჰიბრიდები ნაყოფიერნი და სიცოცხლისუნარიანნი არიან. ამგვარად, სახეობის ცნება ნაკლებადაა განსაზღვრული და იგი წარმოადგენს ვაზის სხვადასხვა ეკოტიპის იდენტიფიკაციას, რომლებიც გავრცელდნენ განსხვავებულ გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ პირობებში.

სახეობათა ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. აზიის სახეობანი კი კერძოდ ცუდადაა განსაზღვრული. შეფასებები მერყეობს 40-დან 60-მდე. ზოგიერთი ყველაზე შესამჩნევთაგანაა:

Vitis vinifera, ევროპული ვაზი. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი და შუა აზია.
Vitis labrusca, ფოქსის ვაზი, ხანდახან გამოიყენება ღვინოში. მისი სამშობლოა შეერთებული შტატების აღმოსავლეთი და კანადა.
Vitis riparia, მდინარისპირა (რივერბენქის) ვაზი, ხანდახან გამოიყენება მეღვინეობასა და მურაბების წარმოებაში. მისი სამშობლოა შეერთებული შტატების აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კვებეკკის მიმართულებით.
Vitis aestivalis, ზაფხულის ურძენი, მისი სამშობლოა შეერთებული შტატების აღმოსავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონი.
Vitis rotundifolia (სინონიმი Muscadinia rotundifolia), მუსკადინი, გამოიყენება მურაბებისთვისა და ღვინისთვის. მისი სამშობლოა აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთი - დელავერიდან მექსიკის ყურემდე.
Vitis rupestris, კლდის ვაზი, გამოიყენება ფილოქსერას გამძლე მცენარეებთან შესაჯვარებლად. მისი სამშობლოა აშშ-ს სამხრეთი.
Vitis coignetiae Crimson Glory Vine,აღმოსავლეთ აზიის სახეობა, იზრდება როგორც ანომალიური მცენარე მისი ჟოლოსფერი შემოდგომის ფოთლის გამო.
Vitis amurensis, მისი სამშობლოა აზიის კონტინენტი, მათ შორის ციმბირისა და ჩინეთის ნაწილი.
Vitis vulpina, მოყინული ყურძენი. მისი სამშობლოა აშშ-ს აღმოსავლეთი - მასაჩუსეტსიდან ფლორიდამდე და დასავლეთით ნებრასკამდე, კანზასსა და ტეხასამდე. ზოგიერთი მათგანი V. riparia-ს სინონიმს წარმოადგენს.

არსებობს ვაზის ბევრი სახეობა. უმრავლესი მათგანი V. vinifera-ს ჯიშს განეკუთვნება.

ასევე არსებობს ჰიბრიდული ყურძენი და ეს პირველ რიგში არის V. vinifera-სა და V. labrusca-ს, V. riparia-ს ან V. aestivalis-სს შორის ნაჯვარი ჯიშები. როგორც წესი ჰიბრიდები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ყინვისა და დაავადებების (განსაკუთრებულად ფილოქსერა) მიმართ, მაგრამ ღვინოს ზოგიერთი ჰიბრიდისგან შეიძლება გააჩნდეს V. labrusca-ს გემო.

ლათინურ სიტყვას ვაზი - Vitis გააჩნია მდედერობითი გრამატიკული სქესი და ამიტომაც სახეობათა სახელწოდებები განმსაზღვრელი ეპითეტებით იღებენ მდედრობით ფორმას. მაგ. V. vinifera.

გამოყენება

ზოგიერთი სახეობის ვაზის ნაყოფი მოჰყავთ კომერციული თვალსაზრისით, როგორც საკვებად მისაღები ყურძნის სახით, ასევე ღვინისათვის. Vitis vinifera - ევროპული ვაზი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა.

ზოგიერთი სახეობის ვაზის ფოთოლი საკვებად ვარგისია და მას იყენებენ ტოლმისა და ვიეტნამური ფოთლის ხვეულას წარმოებაში.

კომერციული განაწილება

საკვებისა და სოფლისმეურნეობის ორგანიზაციის (სსო) მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 75866 კვ. კილომეტრი მიძღვნილია ყურძნისადმი. დაახლოებით მსოფლიოს ყურძნის 71% გამიყენება ღვინის წარმოებაში, 27 % როგორც საკვები ახალი ხილი და 2% კი როგორც გამომშრალი ხილი (ჩირი). ყურძნის წარმოების ნაწილი მიდის ყურძნის წვენის წარმოებაზე, რომელიც ხშირად გამოიყენება დაკონსერვებული ხილის დასატკბიბად - შაქრის გარეშე და 100% ნატურალური. ვენახისადმი მიძღვნილი მიწის ფართობი ყოველ წელს 2%-ით იზრდება.

წამყვანი მეღვინეების სია გვაჩვენებს შესაბამის რეგიონებს, რომელიც დაკავშირებულია ყურძენთან და მეღვინეობასთან:

ესპანეთი 11,750 კმ²
საფრანგეთი 8,640 კმ²
იტალია 8,270 კმ²
თურქეთი 8,120 კმ²
აშშ 4,150 კმ²
რუმინეთი 2,480 კმ²
პორტუგალია 2,160 კმ²
არგენტინა 2,080 კმ²
ავსტრალია 1,642 კმ²
ლიბანი 1,221 კმ²

წყაროები

ადგილობრი კულტივაცია

ვაზს ხშირად რგავენ მებაღეები და უამრავი მომმარაგებელი სპეციალურად ამ კულტურის ვაჭრობიათაა დაკავებული. მცენარე ფასდება მისი ფოთლის დეკორატიულობისთვის, რომლებიც შემოდგომაზე ღია ფერებად იფერება. აგრეთვე მათი კედლების ტალავარისა და თაღები შემოსვის შსაძლებლობის გამო. მათი ნაყოფი, რომელიც გამოიყენება საჭმელად ან სახლის ღვინის ძირითად ინგრედიენტად. პოპულარული სახეობებია:


'Schiava Grossa' (შავი სადესერტო)
'Muscat of Alexandria' (თეთრი სადესერტო)
Buckland Sweetwater'(თეთრი სადესერტო)

'Foster's Seedling'(თეთრი სად.)
'Müller-Thurgau' (თეთრი ღვინო)
'Seyval blanc' (თეთრი ღვინო)

'Phoenix' (თეთრი ღვინო)
'Chardonnay' (თეთრი ღვინო)
'Pinot noir' (შავი ღვინო)
'Regent' (შავი ღვინო)

შემდგომმა სახეობებმა, რომლებიც პირველ რიგში მათი დეკორატიული თვისებებისთვისაა მოყვანილი, მოიპოვეს სამეფო სამებაღეო საზოგადოების ჯილდო - ბაღის ღირსება:

'Brant'(შავი სადესერტო)
Vitis coignetiae(სადეკორაციო)
'New York Muscat'(შავი სადესერტო)
'Purpurea'(სადეკორაციო)

მავნებლები და დაავადებები

მთავარი სტატია: ყურძნის დაავადებების სია და ფილოქსერა List of grape diseases and phylloxera

ფილოქსერა არის ამერიკული ბუგრი, რომელმაც გაანადგურა ევროპული ვაზი V. vinifera ევროპაში. ისინი ევროპაში შემთხვევით შემოიტანეს მე-19 საუკუნის დასაწყისში. ზომები მიღებული იქნა რათა შეჯვარებინათ ამერიკული ჯიშებისადმი რეზისტენტობისთვის, მაგრამ ბევრ მეღვინეს არ მოსწონდა ჰიბრიდული ვაზის გემოს პროფილი. საბედნიეროდ, ევროპული ვაზი (V. vinifera) ადვილად ემყნობა ამერიკული სახეობების ფესურას და კომერციული წარმოების უმრავლესობა ემყარება ამგვარ ნამყენებს.

შავი ყურძნის ცხვირგრძელა ხოჭო კიდვ ერთი მავნებელია.

ვაზს ხშირად საკვებად გამოიყენებს ლეპიდოპტერას სახეობის ლარვა - იხილეთ ლეპიდოპტერების სია, რომლებიც ვაზით იკვებებიან.

სიმბოლიზმი

ვაზი (ჩვეულებრივ Vitis vinifera) ძველი დროდან მოყოლებული გამოიყენებოდა როგორც სიმბოლო. ბერძნულ მითოლოგიაში, დიონისე (რომაელები მას ბახუსს ეძახიან) იყო ღვინის ღმერთი, ამიტომაც ხილის კონებით მორთული ვაზი მის ატრიბუტებს განეკუთვნება. მის მსახურებს ვაკხანალიური ზეიმების დროს ტირსუსთან ერთად ვაზის ლერწებიც ჰქონდათ ატრიბუტად გამოყენებული. ამავე მიზეზით ბერძნული ღვინის სასმისი (კანთაროსი) ჩვეულებისამებრ ვაზით და ყურძნებით იყო გაფორმებული. ღვინო ისმეოდა, როგორც ღმერთისადმი შეწირული სასმისი.

ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ვაზი ხშირად გვხვდება. ის რამდენჯერმე მოიხსენიება ახალ აღთქმაში. ჩვენ ვიცით იგავი ცათა სასუფეველის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მამასთან, რომელიც იწვევს შვილებს თავის ვენახში. ვაზი ხშირად გამოიყენება, როგორც სიმბოლო იესო ქრისტესი მისივე განაცხადის "მე ვარ ვენახი"-ს საფუძველზე. ამავე გაგებით ვაზი მოთავსებულია, როგორც ერთადერთი სიმბოლო ონსტანტინე დიდის დის - კონსტანციას საფლავზე და სხვა ადგილებზე. ბიზანტიურ ხელოვნებაში ვაზისა და ყურძნის გამოსახულებები გვხვდება ადრეულ მოზაიკებში და აგრეთვე დეკორაციის სახითაა გამოყენებული მაქსიმიანურ რავენელის ტახტის გასაფორმებლად.

ვაზი, როგორც რჩეული ხალხის სიმბოლო რამდენჯერმე გამოიყენება ძველ აღთქმაში. ღვინო და პური ხშირად გამოიყენება როგორც სიმბოლო ქრისტეს სისხლისა და ხორცისა ზიარების დროს. ხშირად ვაზისა და ყურძნის სიმბოლიკა გვხვდება საეკლესიო მორთულობაში ცხოველებთან ერთად, რომლებიც ჭამენ ყურძენს. დროდადრო ვაზი გამოიყენება დროებითი კურთხევის სიმბოლოდ.

იხილეთ აგრეთვე

ბიოლოგია და ჰორტიკულტურა ამპელოგრაფია, ვენახის ზრდის წლიური ციკლი, ყურძნის ჯიშები, ყურძენი, ჰიბრიდული ჯიშის ვაზი, საერთაშორისო ყურძნის გენომის პროგრამა, სიმწიფე, საძირე, ვენახი, ვიტის, ვიტის ვინიფერა
გარემოს ცვლილებები კლიმატის კატეგორიები, დღის ტემპერატურის ცვალებადობა, დრენაჟი, მიკრო კლიმატი, რეგიონალური კლიმატის დონეები, ნიადაგის ტიპები, ტერუარი, ტოპოგრაფია, ასპექტი, შემაღლება, ფერდობი
ვენახის გაშენება Grapevine planting, Propagation, Row orientation, Trellis design, Vine training, Yield
ვენახის მოვლა ჩრდილი, Clos, Coulure, Erosion control, Fertilizer, Frost damage prevention, Green harvest (Vendange verte), Integrated pest management, Irrigation, Klopotec, Millerandage, Pruning, Weed control
მოსავალი Brix, Festivals, Noble rot, Ripeness, Vintage, Weather
მავნებლები და დაავადებები Birds, Black rot, Botrytis bunch rot, Dead arm, Downy mildew, Grapevine yellows, Great French Wine Blight, Lepidoptera, Nematodes, Phylloxera, Pierce's disease, Uncinula necator, Red spider mite, Vine moth
მიდგომები და საკითხები  Adaptive management, Biodynamic wine, Climate change, Effects of climate change on wine production, Environmental stewardship, Organic farming, Sustainable agriculture
იხილეთ ასევე Glossary of viticulture terms, Glossary of wine terms, Glossary of winemaking terms, Oenology, Wine, Winemaking

 

სახეობები Species

V. acerifoli V. × doaniana V. piasezkii
V. adenoclad V. erythrophylla V. pilosonerva
V. aestivalis V. fengqinensis V. popenoei
V. amazonica V. figariana V. pseudoreticulata
V. amurensis V. flexuosa V. pubescens
V. × andersonii V. girdiana V. retordii
V. arizonica V. hancockii V. riparia
V. baileyana V. heyneana V. romanetii
V. balansana V. hui V. rotundifolia
V. bashanica V. jacquemontii V. rupestris
V. bellula V. jaegeriana V. ruyuanensis
V. berlandieri V. jinggangensis V. shenxiensis
V. betulifolia V. jinzhainensis V. shuttleworthii
V. biformis V. kelungensis V. silvestrii
V. blanco V. labrusca V. sinocinerea
V. bloodworthiana V. labruscana V. × slavinii
V. bourgaeana V. lanceolatifoliosa V. thunbergii
V. bryoniifolia V. linsecomii V. tiliifolia
V. californica V. longquanensis V. treleasei
V. × champinii V. luochengensis V. tsoii
V. chontalensis V. menghaiensis V. vinifera
V. chunganensis V. mengziensis V. vulpina
V. chungii V. monticola V. wenchouensis
V. cinerea V. mustangensis V. wilsonae
V. cissoides V. nesbittiana V. wuhanensis
V. coignetiae V. × novae-angliae V. xunyangensis
V. cordifolia V. palmata V. yeshanensis
V. davidii V. peninsularis V. yunnanensis
V. zhejiang-adstricta    

 

მევენახეობა
ვაზის მოვა-მოყვანის ტექნოლოგია